პროექტი "ეტალონი" ამავე სახელწოდების სატელევიზიო პროექტის მიხედვითაა შექმნილი და მიზნად ისახავს, სკოლის მოსწავლეებში სასწავლო მოტივაციის ამაღლებას, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით;
პროექტის აღწერა:
- თამაშის მიზანშეწონილია ჩატარდეს დიდ კლასში, საკონფერენციო დარბაზში ან სკოლის დერეფანში;
- მერხები და სკამები, ერთმანეთისგან უნდა იყოს მაქსიმალურად დაშორებული, რათა მოსწავლეებს შორის პასუხების გადაწერის ალბათობა მინიმუმამდე იყოს დასული;
- ვიდეოს, პროექტორის დახმარებით, მოთამაშეებთან ერთად, იხილავს დამსწრე საზოგადოებაც;
- პროექტის მონაწილეებს, ინდივიდუალურ მერხებზე ედებათ პასუხების ფურცელი და კალამი;
ვიდეო თამაშის განხორციელებისთვის საჭირო რესურს(ებ)ი:
- კომპიუტერი;
- პროექტორი;
- პრინტერი;
თამაშის წესები:
"ეტალონი" წარმოდგენილია ვიდეო თამაშის სახით;
- იგი შედგება 5 რაუნდისგან;
- თითოეული რაუნდი მოიცავს 10 კითხვას;
- თამაში "ეტალონი" შესაძლოა განხორციელდეს ორნაირად;
პირველი ვარიანტი
- თამაშში მონაწილეთა რაოდენობა არაა შეზღუდული, თუმცა სასურველია, მოსწავლეთა რაოდენობა 5-ის ჯერადი იყოს;
- თამაშის თითეულ ეტაპს (რაუნდს) ეთიშება მოსწავლეთა გარკვეული ოდენობა;
- მეხუთე რაუნდში ერთმანეთს უპირისპირდებიან ის მოსწავლეები, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს ოთხივე რაუნდი;
- გამარჯვებულია ის, რომელიც მეხუთე რაუნდში დააგროვებს ყველაზე მეტ ქულას;
- მეხუთე რაუნდში, მოსწავლეთა მიერ თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში იმარჯვებს ის მოსწავლე, რომელსაც ხუთივე რაუნდში ყველაზე მაღალი ქულა ექნება;
მეორე ვარიანტი
- მეორე ვარიანტის მიხედვით, მოსწავლეები პროექტს არ ეთიშებიან თითოეული რაუნდის მიხედვით;
- თამაშის ბოლოს, მოსწავლეთა მიერ დაგროვილი ქულები, ხუთივე რაუნდის მიხედვით ჯამდება და გამარჯვებული ხდება ის, ვისაც საერთო ჯამში ყველაზე მაღალი ქულა ექნება;
- იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე მოსწავლის მიერ მოპოვებული ქულების მაქსიმალური რაოდენობა თანაბარი აღმოჩნდება, გაიმარჯვებს ის, ვისაც ბოლო რაუნდში ექნება მიღებული ყველაზე მაღალი ქულა;
ქვემოთ, მოცემულია ვიდეოთამაშის სრული ვერსია და პასუხების ფურცელი რაუნდების მიხედვით! ვიდეო ვერსიაშივეა მოცემული პასუხებიც!
გისურვებთ წარმატებებს!
პასუხების ფურცელი: