დიდი ხანია,
არაფერი დამიწერია - არც არაფრისა და არც არავის შესახებ; რომ დაწერო, ამისთვის მიზეზიც უნდა გქონდეს ადამიანს, ადეკვატური მიზეზი; მიხარია, რომ
წერის სურვილი კვლავ გამიჩნდა და სეზონს, ჩემი ბოლო გამოცდილებით გავხსნი - მოგონებებით, რომელიც წარსულში დარჩა, თუმცა მუდამ, განუყრელად ჩემთან იქნება!
მანამ, სანამ კონკრეტულ სათქმელს შევეხები, მინდა, რომ World Express-ის საერთაშორისო ბანაკის სარეკლამო რგოლის მეშვეობით, მასზე ზოგადი
წარმოდგენა შეგიქმნათ:
International Camp In Georgia - The Commercial of World Express
გულწრფელად რომ გითხრათ, სულ რაღაც ორი თვის წინ, ზემოთ აღნიშნული კომპანიის შესახებ არაფერი ვიცოდი; უფრო მეტიც - ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ IC -ი (International Camp) ჩემზე ასეთ ძლიერ ემოციურ გავლენას იქონიებდა; WEX-ის ბანაკი დღეს ერთი დიდი სახლია: კეთილი, თბილი, მზრუნველი... მრავალ სხვა სიკეთესთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ბავშვები, ერთ, ყველაზე მნიშველოვანს განძს - მეგობრებს იძენენ!
ამ თბილ და მზრუნველ ოჯახს, პირველად, 5 ივლისს, ბანაკის სტარტის აღებიდან, ორი კვირის დაგვიანებით შევუერთდი
და დაახლოებით ერთი კვირა გავატარე ბორჯომში, სადაც, მუშაობა, საწყის ეტაპზე, ცოტა არ იყო და გამიჭირდა კიდეც;
გამიჭირდა ბანაკის არც თუ ისე რთულად დასაცავი წესების დაცვა, გამიჭირდა უკვე ჩამოყალიბებულ,
დაკვალიანებულ ჯგუფში ჩემი თავის, ახალი მასწავლებლის
როლში დამკვიდრება; თუმცა,
ორი დღე სრულიად საკმარისი აღმოჩნდა „კალაპოტში“ ჩასადგომად, ბავშვების სახეების დასამახსოვრებლად (სახელი-გვარების რა მოგახსენოთ) და კოლეგებთან „შესაგუებლად“.
The "Wind" Group at Rabathi Castle
Team Wind Trainers: Michelle Gavin, Sally Bokhua, Ewan Didebeli
გული მწყდება, რომ მიმდინარე ერთი კვირის განმავლობაში, არ მომეცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო კარგად გამეცნო ჩემი ჯგუფის (და არა მხოლოდ) მოსწავლეები; იგივეს ვერ ვიტყვი ბანაკის მეორე ნაკადზე, რომელიც ბაკურიანში, ნამდვილად „შედგა“ ჩემთვის; "შედგა", იმ გაგებით, რომ სწორედ პირველ ბანაკში გატარებული დროის, ემოციებისა და უფრო მეტი პოზიტივის მიღების დეფიციტმა განაპირობა ის, რომ მეორე ნაკადს შევუერთდი; ამ უკანასკნელში კი სამი კვირა დავყავი; ეს ის სამი კვირაა, რომელიც, იმდენად დაუვიწყარი აღმოჩნდა ჩემთვის, რომ ემოციები ძალიან, ძალიან დიდ ხანს გამყვება; მხოლოდ და მხოლოდ დროის ფაქტორია ის მთავარი მიზეზი, რის გამოც, ალბათ უფრო მეტი მოსაყოლი მაქვს მეორე ნაკადზე;
Team "Wind" - "Wind Is Blowing"
შუალედი ბანაკის პირველ და მეორე ნაკადს შორის, სულ რაღაც სამი დღე იყო;
12 ივლისს, თავგადასავლების მაძიებელი მე, ჩემი
ჩემოდნით დილაადრიან გავექანე დანიშნულების ადგილას, იმ იმედით, რომ მომავალი სამი კვირა, უფრო მეტად საინტერესო და სახალისო იქნებოდა!
უცხო და ახალი
სახეებით სავსე ავტობუსები დაიძრნენ
ბაკურიანის მიმართულებით; ვცდილობდი, პირველი კადრები დამეჭირა და შემდგომ გამეხსენებინა, თუმცა ამაოდ - სახეზე
ვერც ვერავის დამახსოვრება
მოვახერხე, გარდა ბათუმელი ზურიკოსი,
რომელიც, ჩემ მსგავსად, ცოტა დაბნეული
გამომეტყველებით იჯდა, ამდენი უცხო
ადამიანის გარემოცვაში;
დანიშნულების ადგილზე მისვლისა და სასტუმროში განთავსებისთანავე, მოსწავლეები ერთგვარი
ტესტირების ნიადაგზე, ინგლისური ენის
დონეების მიხედვით, ოთხ ჯგუფად გადავანაწილეთ
და Game of Throne-ის "ჰაუსების" საპატივსაცემოდ, წინასწარ შერჩეული
სახელები (Lannister, Stark,
Baratheon, Targaryen) ვუწილადეთ; აქვე გავაცანით
ბანაკის წესები და მათ შორის ყველაზე
უმნიშვნელოვანესი - წესი #1 - “Only in
English”!
ჩემი ჯგუფი დაკომპლექტებული
იყო 23 მოსწავლით, რომელზეც პასუხისმგებლობა სამ მასწავლებელს გვქონდა აღებული; მე და Nino Teacher-ს, რიგითი Emmanuel-ი მეორე დღეს შემოგვიერთდა და ერთობლივი ძალისხმევით შევუდექით დაკისრებულ
მისიას; ბავშვები გავიცანით, დავუმეგობრდით და მათაც მყისვე, ანალოგიური პასუხით მოგვიგეს ამაზე;
ბავშვების თვალით დანახული "ჩვენ"
House of Lannister Trainers: Emmanuel Emenyi, Nini Bichiashvili, Ewan Didebeli
მოკლედ შევეხები
დღის რეჟიმს, რომელიც რვაზე გამამხნევებელი ვარჯიშით იწყებოდა
და ღამის თერთმეტის ნახევარზე ფილმის ჩვენებით სრულდებოდა; ეს
14- 15 საათიანი სამუშაო დღე, კი, გაკვეთილებთან ერთად, უამრავი სახალისო აქტივობებით დატვირთულ ბადეს ქმნიდა - ბადეს, რომელსაც ერთად ვქმნიდით და ბადეს, რომლის გარეშე ცხოვრებაც, დღეს ძალიან მოსაწყენია;
14- 15 საათიანი სამუშაო დღე, კი, გაკვეთილებთან ერთად, უამრავი სახალისო აქტივობებით დატვირთულ ბადეს ქმნიდა - ბადეს, რომელსაც ერთად ვქმნიდით და ბადეს, რომლის გარეშე ცხოვრებაც, დღეს ძალიან მოსაწყენია;
საკმაოდ შრომატევადი
დღის კულმინაციას, ყველაზე ხმაურიანი, ინტელექტუალური, შემეცნებითი და გასართობი შეჯიბრებები
აჯამებდა; ეს, ალბათ, ყველაზე ტკბილი
გასახსენებელია თითოეული ჩვენგანისთვის - ბავშვები თუ მასწავლებლები
თავს არ
ზოგავდნენ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურად
გამოსავლენად - ერთად ვშრომობდით, ერთად ვცეკვავდით, ერთად ვმღეროდით და ერთად
ვხალისობდით;
"ვითვლიდით ვარსკვლავებს", მანამ, სანამ მაგიდა დატოვებდა წუთისოფელს :)
დღეს უკვე ტკბილად მახსენდება ჩემი წუწუნიც, რომელიც ხშირად უკავშირდებოდა მოსწავლეების მართვას, ფიზიკურ გადაღლას, ავადმყოფობასა თუ ხმის ჩახლეჩა-ჩაწყვეტას. ვწუწუნებდი იმაზე, რომ ხშირად მიწევდა საკუთარი ოთახებიდან ბავშვების გამოყვანა და საჭირო ადგილზე განთავსება (ამ მხრივ, კი ლიდერები ოთახი #16-ის წევრები იყვნენ :) ); ვწუწუნებდი იმაზე, რომ ერთი საათით განკუთვნილი ტელეფონების შესაგროვებლად, საათობით სირბილი მიწევდა... ვწუწუნებდი, თუმცა, სადღაც, გულის სიღრმეში, ალბათ, მსიამოვნებდა კიდეც ეს ყველაფერი.
დღეს უკვე ტკბილად მახსენდება ჩემი წუწუნიც, რომელიც ხშირად უკავშირდებოდა მოსწავლეების მართვას, ფიზიკურ გადაღლას, ავადმყოფობასა თუ ხმის ჩახლეჩა-ჩაწყვეტას. ვწუწუნებდი იმაზე, რომ ხშირად მიწევდა საკუთარი ოთახებიდან ბავშვების გამოყვანა და საჭირო ადგილზე განთავსება (ამ მხრივ, კი ლიდერები ოთახი #16-ის წევრები იყვნენ :) ); ვწუწუნებდი იმაზე, რომ ერთი საათით განკუთვნილი ტელეფონების შესაგროვებლად, საათობით სირბილი მიწევდა... ვწუწუნებდი, თუმცა, სადღაც, გულის სიღრმეში, ალბათ, მსიამოვნებდა კიდეც ეს ყველაფერი.
ცხადია წუწუნებდნენ
ბავშვებიც, მაგრამ, ბანაკი რისი ბანაკია, თუ "წესი
არ წესობს"; შესაძლებელია ბევრ მათგანს
ბოლომდე არც ჰქონდა ამ წესების
მნიშვნელობა სიღრმისეულად გააზრებული, თუმცა, ამ
ვიდეოს ხილვის შემდეგ ალბათ გაიაზრებენ,
რომ არც ჩვენ, მასწავლებლებს გვქონდა
ფრიად „დალხენილი“ ცხოვრება და
არაადამიანურად გადაღლილებს, ხშირად ჩაგვძინებია ფოიეში განთავსებულ დივნებსა თუ სკამებზე;
ძილი, რომელიც ასე ძლიერ გვენატრებოდა :(
არაადამიანურად გადაღლილებს, ხშირად ჩაგვძინებია ფოიეში განთავსებულ დივნებსა თუ სკამებზე;
ჩემთვის,
როგორც რიგითი მასწავლებლისთვის, მეტად სასიამოვნო
იყო ისეთი საინტერესო და ნიჭიერი ბავშვების
ხილვა, როგორებიც იქ დამხვდნენ; უფრო მეტიც, დიდი პატივი, ნამდვილი ფუფუნებაა, ხედავდე
ასეთ კრეატიულ და თავისუფლად მოაზროვნე თაობას, ოცი დღის განმავლობაში!
მენანება
თითოეული წუთი და წამი, რომელიც დავკარგე
და მოვაკელი თითოეული მოსწავლის უკეთ შეცნობასა და მათთან
დამეგობრებას, გულის გადაშლასა და უკან, საპასუხო
პოზიტივის მიღებას;
მენანება
თითოეული წუთი და წამი,
რომელიც არ გამოვიყენე ისე, როგორც საჭირო იყო!
ბაკურიანი, დიდველი (ზურა კუტუბიძე, დანიარ ჟანაბაევ)
ჩვენ ლამაზ, საერთაშორისო ოჯახს,
სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა
კუთხეებიდან (აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, რუსეთი, ყაზახეთი,
ტაილანდი, არაბთა გაერთიანებული საამიროები) სტუმრობდნენ; ბავშვები საკმაოდ კომუნიკაბელურები და მეგობრულები იყვნენ; კულტურული პლურალიზმიც, ცხადია, დიდ როლს თამაშობდა
მათი დამეგობრების პროცესში; დამეთანხმებით, ალბათ, რომ არც ისე ადვილია, მიაღწიო
სასურველ მიზანს ამ კუთხით; თუმცა ის, რაც ვნახე ამ სამი კვირის განმავლობაში,
ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა;
House of Lannister - Excursion at Rabathi Castle
House of Lannister - Excursion at Rabathi Castle
ყველაზე ემოციური
მომენტი, წამოსვლამდე, ერთი დღით ადრე დაგვიდგა; გალა კონცერტის
ჩატარება და მოსწავლეთა დაჯილდოება
დიპლომებით, სერტიფიკატებითა და მედლებით,
იმის მაუწყებელი იყო, რომ
ეს ლამაზი წუთები კულმინაციას
უახლოვდებოდა;
ვუყურებდი მოტირალ
ბავშვებს გაოგნებული სახით და ჩემი
თავის მიკვირდა; არსად, არასოდეს არ მინახავს
მსგავსი რამ - ასეთი მეგობრობა, ასეთი სიყვარული, ასეთი ერთობა! წარმოუდგენელია, მაგრამ
ამ ოცმა დღემ საოცარი შედეგი
გამოიღო; ეს იყო, არის
და იქნება ჩვენი საუკეთესო მოგონება, რომელიც, ბევრი ჩვენთაგანისთვის, ალბათ კიდევ განმეორდება,
თუმცა სხვა განზომილებაში, სხვადასხვა ადამიანების
გარემოცვაში, სხვადასხვა ისტორიებით,
თავგადასავლებითა და ემოციებით
აღსავსე!
ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და ემოციური კადრი: "გამომშვიდობება" (ლუკა ჯულაყიძე, ნატალი მამალაძე, მარიამ რამიშვილი და ელენე ჩხეიძე) :(((((
კიდევ ბევრი, ძალიან ბევრი შემიძლია დავწერო თქვენთვის, ჩემო ძვირფასებო, თუმცა ჯერ-ჯერობით ამით შემოვიფარგლები! მახსოვხართ, მიყვარხართ და მენატრებით! <3
პოსტის დასასრულს, გასამხიარულებლად და გულის გადასაყოლებლად კი ლანისტერების ჰიმნსა და ვიდეოს გიტოვებთ!
პატივისცემით, თქვენი Mr. Teacher!
The Lyrics for "Waiting for Spank"
Team Lannister - "Waiting for Spank"
Team Lannister: Expectation VS Reality