Tuesday, December 20, 2016

ECO შეგნება






მისი სამუშაო  დღე იწყება მაშინ, როცა, ყველა, მოგონებებზე უფრო  თბილ  საბანშია გახვეული.  საწოლიდან  ადგომაც  არ უკადრია - ხელის  ერთი მოძრაობით, ამ უკანასკნელიდანვე  „გამოიძახა“  სითბოს  გამომამუშავებელი  მოწყობილობა და ოთახიც გაანათა;  თაროზე შემოდებული, კვადრატული  ფორმის  ხის  საათი, 05:45 წუთს  უჩვენებდა.

სასთუმალი დიდი წვალებით დათმო. ოთახში უკვე საგრძნობლად თბილოდა.  „დილის“  ყავა და  სიგარეტი,  ათასჯერ  გაზომილ, გაზეპირებულ  დროის  მონაკვეთში მოაქცია და ნაგვის პარკით  ხელში, სახლიდან გამოსული,  ნოემბრის  სუსხიან  დილას  მიესალმა.

წინა დღეს მოხმარებული  პროდუქტების  უვარგისი  ერთობლიობა, უახლოეს პერიმეტრზე  განთავსებულ, ერთგულად  მდგომ  ურნას  საგულდაგულოდ   ჩააბარა  და თავად  საზოგადოებრივი ტრანსპორტის  ნაწილად  იქცა.

„ყვითელი“  ფანჯრიდან, ადამიანის  მიერ გაუპატიურებულ  ქუჩებს, თავისივე არანაკლებ ბინძური  წარმოსახვის   მორევში  ატრიალებდა და  ამაზრზენი სანახაობით  გამოწვეული  ფიქრების  ზღვაში, საკუთარ  დანაშაულებრივ   წვეთს  ყველაზე ნაკლებად  ჰპოვებდა.   

 რა გვაიძულებს, ვიყოთ ასეთი უგულონი და დაუნდობელნი?! 
 რატომ  არ ვუფრთხილდებით იმას, რაც ჩვენი და მომავალი თაობისთვის  სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვანია?!

ზოგადსაკაცობრიო  პრობლემების  ინდუქციური  ბოდიალი, გამოუძინებელ  ღამეს  მიაწერა  და უმალვე  ყოფითი პრობლემებით  ჩაანაცვლა - „მართლაც, რამდენი საკითხი  მაქვს გადასაჭრელი, რა დროს ეს არის?!“ - გაიფიქრა ჯერ კიდევ ნახევრად  გამოღვიძებულმა ტვინმა.

ღრმა  ფიქრებში გართული, მისი დაზეპირებული სამგზავრო გრაფიკის  მცოდნე  მძღოლის  ხმამაღალმა  შემოძახებამ  გამოაფხიზლა და  აიძულა, ერთსაათიანი ფიქრის შედეგი, ავტობუსში  დარჩენილი  რამდენიმე  მგზავრისთვის  დაეტოვებინა.

სუსხიანი  ტყის პირას  მდგომმა,  უმოქმედო ლოდინი,  ერთ ღერ  სიგარეტში გაცვალა  და  ჰორიზონტზე დალანდულ, ქალაქის  თავზე  არსებულ  უიმედო ნაცრისფერ  სარტყელს, საკუთარი  წილი მიამატა.   ფილტვებში  მოხვედრილმა ბუღმა,   ერთიორად გაუმძაფრა დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი, გზად  შემხვედრი  ტრანსპორტის  მოლოდინი  და  ჩამწვარი  სიგარეტი, ბუნების  სიმწვანეს  სახსოვრად  დაუტოვა.  იქვე, ნაძვნარში  შეამჩნევდით  ეკოლოგიის  სხვა, ცივილიზებულ  სტუმრებსაც - პლასტმასის  ბოთლებს,  თუნუქის  ქილებსა  და  პოლიეთილენის  სიფერადეს.

ირგვლივ  გამეფებული,  სამარეზე  იდუმალი  სიმყუდროვე   მოახლოებულმა  მგზავრმა  დაურღვია  და  უცხოური  კილოთი  მიესალმა. სიკვდილისფერი  ღრუბელი, კი, რომელიც  ქალაქს  თბილ  საბნად  აწვა,   ახლადმოსულის  ქმედებით  გამოწვეული  „ნაწილის“  შემომატებას ზეიმობდა.   „უცხოს“  ხელის  გულს  მეტალის  სიმრგვალე  ამშვენებდა,  სიმრგვალე,  სადაც  ის  ცდილობდა,  საკუთარი  ცოდვების  შეკავებას.
წინა  მგზავრივით  უგულოდ  არ  მოქცეულა -  მოწევა დაასრულა  და  ნამწვი  ამ სიმრგვალის  ნაწილად  აქცია.

„ეს  მხოლოდ  იმიტომ, რომ  ბუნებას  ჩემი წილი ზიანი  არ მივაყენო“ - სიმრგვალე  ჯიბეში  განათავსა  და  ასაკში შესული  თვალებით  მიმართა მის  გვერდით მდგომ „ცოდვილს“ - „ამ  ნამწვს დიდი  ზიანის მოტანა შეუძლია  იმ სილამაზისთვის, რომელსაც  ახლა  ვხედავთ:  ის  შესაძლოა  ჩიტის  საკვებად  იქცეს,  გამოიწვის  მისი სიკვდილი, რომელიც  თავის  მხრივ, ბევრ  ზიანს  მოგვიტანს;  ჩიტი, რომელსაც  საუზმედ  ბევრი  მავნე მწერი ელოდება, ზეიმით აღნიშნავს  გამარჯვებასა  და  სიცოცხლის შენარჩუნებას. უბრალოდ, არ მესმის, რატომ  არ  უფრთხილდება  ადამიანი  ასეთ   სიწმინდეს“.

„ცოდვილი“  შეცბა, თითქოს  რაღაც  იგრძნო, რაღაც  ძალიან  სათაკილო. უცხოსთან  თავის  მართლება  სცადა  და  საკუთარი  ცოდვების დაფარვას,  სხვა, უსარგებლო თემის შემოტანით  შეეცადა.   დროებით  შემწყდარმა  უხერხულმა  დიალოგმა, ტრანსპორტში   კვლავ  შეიძინა  აქტუალობა  და  ამჯერად, საუბარში დაუკითხავად  შემოჭრილმა  მესამე პირმა,  პასუხისმგებლობით  აღსავსე  თანამგზავრს,  საქციელი ცალსახად  მოუწონა.    
. . . . .

სამუშაო  დღის  დასასრულს,  ყველანაირმა  ფიქრმა  ერთად  მოიყარა  თავი.  სინდისი  სამსჯავროზე  დააყენა  და  აიძულა, უხერხული  კითხვებისთვის,  საკუთარ  გულში  მაინც  გაეცა  პასუხი.   დაასკვნა:

ადამიანები, რომლებიც   უცხოდ  მიგვაჩვია, გაცილებით  მეტად  ზრუნავენ  იმ  გარემოზე, რომელიც  ჩვენს  „კუთვნილებას“ უფრო წარმოადგენს, ვიდრე მათს;

ადამიანებს  უჭირთ  იმის გააზრება, რომ  ზღვა  წვეთების ერთობლიობას  წარმოადგენს;

ადამიანებად   ყველას  როდი  შეუძლია  არსებობა;

. . . . .

ადამიანებო, უბიძგეთ  ერთმანთს  კარგი მაგალითის  მიცემისკენ!

ადამიანებო, ყოველი  ფეხის  გადადგმაზე  აკონტროლეთ  საკუთარი „ნახშირბადის  ნაკვალევი“!

ადამიანებო, მოიქეცით ისე, როგორც  ადამიანს  შეეფერება!


ა დ ა მ ი ა ნ ე ბ ო ...        



 



Saturday, October 1, 2016

My Teaching Philosophy




I would like to express my own vision about the teaching philosophy in this current article. While I introduce my points of view, I want the  reader  to pay attention  to the quotations  given below.  The authors of these brilliant words  are different  from each other  with  their nationalities, religions, epochs, professions  and  not only. They used to be   legendary  people  and  all of  them  had  got  their own   ideas  about  education.

Here they are – my favorite quotations ever:

  ‘Education  is  the most  powerful  weapon  which you can use to change the world’ (Nelson Mandela, Politician, XX-XXI);

  ‘Education is not  preparation for life;  Education is life itself’ (John Dewey , Philosopher, psychologist, educational reformer, XIX – XX);

   Education is what remains after one has forgotten what one has learned in school’ (Albert Einstein,Theoretical  physicist, XIX – XX);

   ‘Those who educate children well are more to be honored than they who produce them; for these only  gave them life, those the art of living well’;  ‘The Educated differ from the uneducated as  much as    the living differ from the dead’ (Aristotle, Greek philosopher / Scientist, IV B.C.)

   ‘Study without desire spoils the memory, and it retains nothing that it takes in’ (Leonardo da Vinci, Artist, XV-XVI)

I have written  these five quotations  above just because I totally hold  the same  point.

Well, what about my philosophy?  Simply, the main aim  of teaching  should  be oriented  on the pupils’ learning motivation. We should endeavor  to fit learning process with their desires, ideas, interests and so on.  We don’t have  to teach just for ‘teaching’, but  giving them the most appropriate, competent  forms of learning in much more engaging , entertaining  and effective ways.

In my opinion, increasing  the pupils’ motivation  is not as hard as we think it really is.  Every  teacher should encourage  pupils’ individualism, ensuring   that  each  of  them  has got the enough ability to be successful  in the future, if she/he gets  the adequate education.

According  to  the popular  ‘Multiple intelligences  theory’ by  Howard  Gardner, he lists seven intelligences  which work  together – linguistic, logical-mathematical, musical, bodily-kinesthetic, spatial, interpersonal and intrapersonal  and then adds the eighth one – naturalist intelligence, saying there may be a few more.  

It is  also  widely known,  that pupils  differ  from each other  with their  skills and aspirations; Therefore,  it sounds impossible  if  all of  them  show  the same interests  in Maths, Physics, Biology or even History. Anyway, we should  attempt   to develop  as many skills as  it is possible to.  As mentioned above, we don’t  need  to decide what each student has to learn, but  only  they  have to decide on their own what  to learn.

Another  question  is how  to teach and what  are the most efficient  methods during  the teaching process.  Due to my past  experience, I can  say  that  I have always been trying  to  use various methods  in order  to create  much more interesting, pleasant  and  diverting  lessons  than my teachers  used to do  in the past. The book  is not  the one and  only educational  resources  nowadays as I am striving for improvement and as I am always open to changes.  The modern  educational  countries  of the entire world, seek and struggle  to replace  it  with computer  studies.   Project-based learning  becomes  more popular  as well.  We  should  ask ourselves,  what  is  the difference  between  the  pupils  who  learn  new  words  from  the book  and  the pupils  who find  it  easier  to learn  them  from  their  favorite  song  lyrics?  Basically , the  second  one is  better, because  she/he  does  the  same  work  in  her/his  profitable  and  favorable  ways.

We  should  mention  testing  component  - one of the most  widespread  form  of  students’ evaluation , that is not  fair  enough.   It would  be better  if there were  any  other  alternative  forms  of  assessment.  The  last  one  is  focused  on  the  different  needs, abilities  and learning  skills. 
Another  important   thing  is  a  communication factor -  how does the teacher communicate  with  pupils or with  his/her colleagues.  I think,  that  I am not  that kind of  person, who  finds  it difficult  to have  communication  with both  of  them.  I always  make an effort  to solve the problem  in a diplomatic, peaceful  way and keep  the positive  relationship  up, as we know  that  the cooperative  environment  is  closely connected  with pupils’ academic  progress. 

And  at  last, it must  be admitted   that  teaching  needs  more practice, as practice makes perfect.  Honestly,  I am not satisfied  with  my  experience, because of a few years I have spent at school so far . So, if  I work harder  on  myself,  I will be  prouder  of my work,  than I am in a current  situation.  


Thursday, August 18, 2016

Power On: WEX!


Power On:  WEX !

დიდი  ხანია, არაფერი დამიწერია - არც არაფრისა  და არც არავის  შესახებ;  რომ დაწერო, ამისთვის მიზეზიც  უნდა  გქონდეს ადამიანს, ადეკვატური მიზეზი;  მიხარია, რომ  წერის  სურვილი  კვლავ  გამიჩნდა  და  სეზონს, ჩემი  ბოლო გამოცდილებით  გავხსნი - მოგონებებით, რომელიც  წარსულში დარჩა, თუმცა მუდამ, განუყრელად ჩემთან  იქნება! 

მანამ,  სანამ კონკრეტულ  სათქმელს  შევეხები,  მინდა, რომ World Express-ის  საერთაშორისო   ბანაკის  სარეკლამო  რგოლის  მეშვეობით, მასზე  ზოგადი წარმოდგენა შეგიქმნათ:


                    International Camp In Georgia - The Commercial of  World Express


გულწრფელად რომ გითხრათ, სულ რაღაც  ორი თვის  წინ, ზემოთ  აღნიშნული  კომპანიის შესახებ  არაფერი ვიცოდი; უფრო მეტიც -  ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ  IC -ი (International  Camp) ჩემზე ასეთ  ძლიერ  ემოციურ  გავლენას  იქონიებდა;  WEX-ის ბანაკი  დღეს  ერთი დიდი სახლია:  კეთილი, თბილი, მზრუნველი...  მრავალ  სხვა სიკეთესთან  ერთად, მსოფლიოს  სხვადასხვა კუთხიდან  ჩამოსული  ბავშვები,  ერთ, ყველაზე  მნიშველოვანს  განძს  - მეგობრებს  იძენენ!

ამ  თბილ და მზრუნველ  ოჯახს, პირველად, 5 ივლისს, ბანაკის სტარტის აღებიდან, ორი კვირის დაგვიანებით  შევუერთდი  და დაახლოებით  ერთი კვირა გავატარე  ბორჯომში, სადაც, მუშაობა, საწყის ეტაპზე,  ცოტა არ  იყო  და  გამიჭირდა კიდეც;  გამიჭირდა  ბანაკის  არც თუ ისე რთულად  დასაცავი წესების  დაცვა, გამიჭირდა  უკვე  ჩამოყალიბებულ, დაკვალიანებულ ჯგუფში  ჩემი თავის, ახალი  მასწავლებლის  როლში  დამკვიდრება;  თუმცა,  ორი დღე  სრულიად  საკმარისი აღმოჩნდა „კალაპოტში“  ჩასადგომად, ბავშვების  სახეების დასამახსოვრებლად  (სახელი-გვარების რა მოგახსენოთ) და კოლეგებთან  „შესაგუებლად“.



The "Wind" Group at  Rabathi Castle 

 
Team Wind Trainers:  Michelle Gavin, Sally Bokhua, Ewan Didebeli

გული  მწყდება, რომ  მიმდინარე  ერთი  კვირის  განმავლობაში, არ მომეცა  იმის შესაძლებლობა, რომ  უფრო  კარგად  გამეცნო  ჩემი ჯგუფის (და არა მხოლოდ)  მოსწავლეები; იგივეს  ვერ  ვიტყვი  ბანაკის  მეორე  ნაკადზე, რომელიც  ბაკურიანში, ნამდვილად „შედგა“ ჩემთვის;  "შედგა", იმ გაგებით, რომ  სწორედ  პირველ  ბანაკში  გატარებული  დროის, ემოციებისა  და  უფრო მეტი პოზიტივის მიღების   დეფიციტმა   განაპირობა ის, რომ  მეორე  ნაკადს  შევუერთდი;  ამ   უკანასკნელში კი  სამი კვირა  დავყავი;  ეს ის  სამი  კვირაა, რომელიც, იმდენად  დაუვიწყარი აღმოჩნდა ჩემთვის, რომ  ემოციები ძალიან, ძალიან  დიდ ხანს  გამყვება; მხოლოდ და მხოლოდ დროის ფაქტორია ის მთავარი მიზეზი, რის გამოც,  ალბათ უფრო  მეტი  მოსაყოლი მაქვს  მეორე  ნაკადზე;

Team "Wind" -  "Wind Is Blowing" 


შუალედი  ბანაკის პირველ და მეორე ნაკადს შორის, სულ რაღაც  სამი დღე იყო;  12 ივლისს, თავგადასავლების  მაძიებელი  მე, ჩემი  ჩემოდნით  დილაადრიან გავექანე დანიშნულების ადგილას, იმ იმედით, რომ მომავალი  სამი  კვირა, უფრო მეტად  საინტერესო და სახალისო იქნებოდა!

უცხო  და ახალი  სახეებით სავსე  ავტობუსები  დაიძრნენ  ბაკურიანის  მიმართულებით;  ვცდილობდი, პირველი კადრები  დამეჭირა  და  შემდგომ გამეხსენებინა, თუმცა ამაოდ - სახეზე  ვერც  ვერავის  დამახსოვრება  მოვახერხე,  გარდა ბათუმელი ზურიკოსი, რომელიც, ჩემ მსგავსად,  ცოტა  დაბნეული  გამომეტყველებით იჯდა, ამდენი უცხო  ადამიანის  გარემოცვაში;

დანიშნულების  ადგილზე  მისვლისა და სასტუმროში  განთავსებისთანავე, მოსწავლეები  ერთგვარი  ტესტირების ნიადაგზე,  ინგლისური ენის  დონეების მიხედვით,  ოთხ  ჯგუფად  გადავანაწილეთ  და  Game of Throne-ის  "ჰაუსების"  საპატივსაცემოდ, წინასწარ  შერჩეული  სახელები  (Lannister, Stark, Baratheon, Targaryen) ვუწილადეთ;   აქვე   გავაცანით  ბანაკის  წესები და მათ შორის  ყველაზე  უმნიშვნელოვანესი -  წესი #1 - “Only in English”!

ჩემი  ჯგუფი  დაკომპლექტებული იყო  23 მოსწავლით, რომელზეც პასუხისმგებლობა სამ მასწავლებელს გვქონდა აღებული;  მე და Nino Teacher-ს, რიგითი Emmanuel-ი  მეორე  დღეს  შემოგვიერთდა და ერთობლივი ძალისხმევით შევუდექით  დაკისრებულ  მისიას;  ბავშვები  გავიცანით, დავუმეგობრდით  და მათაც მყისვე,  ანალოგიური  პასუხით მოგვიგეს  ამაზე;   


ბავშვების თვალით  დანახული "ჩვენ"

          House  of Lannister Trainers:  Emmanuel Emenyi, Nini Bichiashvili, Ewan Didebeli


 მოკლედ  შევეხები  დღის  რეჟიმს,  რომელიც  რვაზე  გამამხნევებელი ვარჯიშით    იწყებოდა  და  ღამის  თერთმეტის ნახევარზე ფილმის  ჩვენებით სრულდებოდა;   ეს  
 14- 15  საათიანი სამუშაო  დღე,  კი, გაკვეთილებთან ერთად,  უამრავი სახალისო    აქტივობებით  დატვირთულ ბადეს ქმნიდა - ბადეს, რომელსაც   ერთად ვქმნიდით და   ბადეს,  რომლის  გარეშე  ცხოვრებაც, დღეს  ძალიან  მოსაწყენია;

 საკმაოდ  შრომატევადი  დღის  კულმინაციას, ყველაზე  ხმაურიანი,  ინტელექტუალური, შემეცნებითი და  გასართობი  შეჯიბრებები  აჯამებდა;  ეს,  ალბათ,  ყველაზე  ტკბილი  გასახსენებელია თითოეული ჩვენგანისთვის - ბავშვები  თუ  მასწავლებლები თავს  არ  ზოგავდნენ  თავიანთი შესაძლებლობების  მაქსიმალურად  გამოსავლენად - ერთად  ვშრომობდით,  ერთად ვცეკვავდით,  ერთად ვმღეროდით  და ერთად  ვხალისობდით;

          "ვითვლიდით ვარსკვლავებს", მანამ, სანამ მაგიდა დატოვებდა წუთისოფელს :) 


დღეს  უკვე  ტკბილად  მახსენდება  ჩემი  წუწუნიც, რომელიც  ხშირად  უკავშირდებოდა  მოსწავლეების  მართვას, ფიზიკურ  გადაღლას, ავადმყოფობასა  თუ  ხმის  ჩახლეჩა-ჩაწყვეტას.  ვწუწუნებდი  იმაზე, რომ  ხშირად  მიწევდა  საკუთარი  ოთახებიდან  ბავშვების  გამოყვანა  და  საჭირო  ადგილზე  განთავსება (ამ მხრივ,  კი  ლიდერები  ოთახი #16-ის  წევრები  იყვნენ :) );   ვწუწუნებდი  იმაზე,  რომ  ერთი საათით განკუთვნილი  ტელეფონების  შესაგროვებლად, საათობით  სირბილი  მიწევდა...  ვწუწუნებდი, თუმცა,  სადღაც, გულის  სიღრმეში, ალბათ,  მსიამოვნებდა  კიდეც  ეს ყველაფერი.

ცხადია  წუწუნებდნენ  ბავშვებიც, მაგრამ, ბანაკი რისი  ბანაკია,  თუ  "წესი  არ წესობს";  შესაძლებელია  ბევრ  მათგანს   ბოლომდე  არც  ჰქონდა  ამ წესების  მნიშვნელობა   სიღრმისეულად გააზრებული,  თუმცა, ამ  ვიდეოს ხილვის შემდეგ  ალბათ გაიაზრებენ, რომ  არც  ჩვენ, მასწავლებლებს   გვქონდა  ფრიად  „დალხენილი“ ცხოვრება და
არაადამიანურად  გადაღლილებს,  ხშირად  ჩაგვძინებია  ფოიეში  განთავსებულ  დივნებსა  თუ  სკამებზე;  



                                            ძილი, რომელიც ასე ძლიერ  გვენატრებოდა :(


ჩემთვის, როგორც  რიგითი  მასწავლებლისთვის, მეტად  სასიამოვნო  იყო  ისეთი  საინტერესო და ნიჭიერი  ბავშვების  ხილვა, როგორებიც  იქ დამხვდნენ;  უფრო მეტიც, დიდი  პატივი, ნამდვილი ფუფუნებაა,  ხედავდე  ასეთ  კრეატიულ და თავისუფლად მოაზროვნე  თაობას,  ოცი დღის განმავლობაში!

მენანება თითოეული  წუთი  და წამი, რომელიც  დავკარგე  და მოვაკელი  თითოეული მოსწავლის  უკეთ  შეცნობასა  და მათთან  დამეგობრებას, გულის  გადაშლასა და უკან,  საპასუხო  პოზიტივის  მიღებას;

მენანება თითოეული  წუთი  და წამი,  რომელიც  არ გამოვიყენე  ისე, როგორც  საჭირო იყო!


ბაკურიანი, დიდველი (ზურა კუტუბიძე, დანიარ ჟანაბაევ) 


ჩვენ  ლამაზ,  საერთაშორისო  ოჯახს,  სტუმრები  მსოფლიოს  სხვადასხვა  კუთხეებიდან (აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, რუსეთი, ყაზახეთი, ტაილანდი, არაბთა გაერთიანებული საამიროები)  სტუმრობდნენ;  ბავშვები  საკმაოდ  კომუნიკაბელურები  და მეგობრულები იყვნენ; კულტურული  პლურალიზმიც, ცხადია,   დიდ  როლს  თამაშობდა  მათი დამეგობრების  პროცესში;  დამეთანხმებით, ალბათ,  რომ  არც  ისე  ადვილია,  მიაღწიო  სასურველ  მიზანს  ამ  კუთხით;  თუმცა ის, რაც  ვნახე  ამ  სამი  კვირის  განმავლობაში,  ყოველგვარ  მოლოდინს  გადააჭარბა;


                                         House of Lannister - Excursion at Rabathi Castle

ყველაზე  ემოციური  მომენტი,  წამოსვლამდე, ერთი დღით  ადრე დაგვიდგა;  გალა  კონცერტის ჩატარება  და მოსწავლეთა  დაჯილდოება  დიპლომებით, სერტიფიკატებითა და მედლებით,  იმის  მაუწყებელი  იყო, რომ  ეს ლამაზი  წუთები  კულმინაციას  უახლოვდებოდა;

ვუყურებდი  მოტირალ  ბავშვებს  გაოგნებული სახით  და  ჩემი თავის  მიკვირდა;  არსად, არასოდეს  არ მინახავს  მსგავსი რამ - ასეთი მეგობრობა, ასეთი  სიყვარული,  ასეთი  ერთობა!  წარმოუდგენელია,  მაგრამ  ამ  ოცმა  დღემ  საოცარი  შედეგი  გამოიღო;  ეს  იყო, არის  და იქნება  ჩვენი   საუკეთესო  მოგონება, რომელიც,  ბევრი ჩვენთაგანისთვის, ალბათ  კიდევ  განმეორდება, თუმცა  სხვა განზომილებაში, სხვადასხვა  ადამიანების  გარემოცვაში,  სხვადასხვა ისტორიებით,   თავგადასავლებითა  და  ემოციებით აღსავსე!

ჩემთვის  ყველაზე ძვირფასი და ემოციური კადრი:  "გამომშვიდობება" (ლუკა ჯულაყიძე, ნატალი მამალაძე, მარიამ  რამიშვილი და ელენე  ჩხეიძე) :(((((


კიდევ  ბევრი, ძალიან ბევრი  შემიძლია  დავწერო თქვენთვის, ჩემო ძვირფასებო, თუმცა  ჯერ-ჯერობით ამით  შემოვიფარგლები!  მახსოვხართ, მიყვარხართ და მენატრებით! <3

პოსტის  დასასრულს, გასამხიარულებლად  და  გულის  გადასაყოლებლად  კი  ლანისტერების  ჰიმნსა  და  ვიდეოს  გიტოვებთ!

პატივისცემით, თქვენი Mr. Teacher!



                                                      The Lyrics  for  "Waiting for Spank"




                                               Team  Lannister - "Waiting for Spank"



                                                               ბონუსად  კი  აი, ეს !  <3

                                              Team  Lannister:  Expectation  VS  Reality



                           WEX,   შენ  კი  უუუღრმესი  მადლობა   ყველაფრისთვის!  <3




                                                   World  Express  Official  Web Page: 
                                                             http://www.wex.ge/

                                              World  Express  Official  Facebook  Page:  
                              https://www.facebook.com/World-Express-127935870570657/

200 MOVIES

200  ფილმი, რომელმაც, შესაძლოა, დაგაინტერესოთ! კინო-ინდუსტრიაში, მუსიკალური ინდუსტრიისგან განსხვავებით, ნაკლებად კომპეტენტური ვარ. მიუხედავა...