პროექტის 'My English World' დაწვრილებითი აღწერა შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე:
http://ewandidebeli.blogspot.com/2015/01/tpdc-2014.html
პედაგოგთა ეროვნულ კონფერენციაზე, უამრავ მასწავლებელს გაუჩნდა სურვილი, რომ აღნიშნული ვიდეო-თამაში საკუთარ სკოლაში ჩაეტარებინა; აქედან გამომდინარე, მინდა გაგიზიაროთ ეს სასწავლო რესურსი, რომელიც ნამდვილად დაგემარებათ სასწავლო საგნის პოპულარიზაციაში და ნამდვილად აამაღლებს სასწავლო მოტივატიას თქვენს თქვენს მოსწავლეებში;
იდეის ავტორი გახლავართ მე - ივანე დიდებელი, პროგრამა "ასწავლე საქართველოსთვის" მონაწილე კონსულტანტ-მასწავლებელი;
ქვემთ იხილავთ თამაშის სამ ნაწილს, რომელიც დაფუძნებულია Macmillan-ის გამოცემის "English World"-ის პირველ, მეორე და მესამე დონეზე;
თამაშში გამოყენებულია ლექსიკური მარაგი სამივე დონის გათვალისწინებით; დავალებებს დართული აქვს CD Room-ში მოცემული ორიგინალი სიმღერების კარაოკე ვერსიები;
ვიდეოების ბოლოს ატვირთულია პასუხების ფურცელი და ე.წ. "სიტყვების ბანკი", რომელიც თქვენ წინასწარ უნდა მისცეთ მოსწავლეებს, კონკრეტულ პერიოდში ასათვისებლად;
დაბოლოს, თუ თქვენი სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით (პროექტორი, კომპიუტერი, ინტერნეტი...), მაშინ თავისუფლად შეძლებთ ამ რესურსის გამოყებას;
პირველ ვიდეოში წარმოდგენილია თბილისის 216-ე საჯარო სკოლაში განხორციელებული პროექტი, რომელიც ზუსტად შეგიქმნით წარმოდგენას იმაზე, თუ რა ფორმითა და რა სახით შეგიძლიათ მისი ჩატარება სკოლაში;
გისურვებთ წარმატებებს!
My English World I
პასუხების ფურცელი:
სიტყვების ბანკი:
My English World II
პასუხების ფურცელი:
სიტყვების ბანკი:
My English World III
პასუხების ფურცელი:
well done!!
ReplyDelete