Saturday, July 11, 2020

TPrize 2020


მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2020 - საუკეთესო ათეული





მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის ფინალისტებმა დაასახელეს, ესენი არიან:
  • ციცინო გობაძე –                                     წალკის მუნიციპალიტეტისსოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ქართული ენისა და   ლიტერატურის მასწავლებელი
  • სოფიო გოგოხია – აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული   ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
  • სალომე გოჩოლეიშვილი – ბოლნისის მუნიციპალიტეტისსოფელ ქვემოარქევანის საჯარო სკოლის ქართულისროგორც მეორე ენის მასწავლებელი
  • ნათელა დავითაია – სენაკის მუნიციპალიტეტისწმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური   სკოლაგიმნაზიის ისტორიის მასწავლებელი
  • ივანე დიდებელი – ორბეთის საჯარო სკოლისა და კერძო სკოლა „ახალი თაობის“ ინგლისური ენის     მასწავლებელი
  • მარინე ვართუმაშვილი – ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი
  • ანა კინწურაშვილი – თბილისის კერძო სკოლა ქორალის მათემატიკის მასწავლებელი
  • მარინე ფორჩხიძე – რევაზ მუმლაძის სახელობის ქალაქ ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის ინგლისური ენის     მასწავლებელი
  • თეონა შერაზადიშვილი – ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის და სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის   საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
  • ელზა ხარშილაძე – საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯაროს სკოლის ფიზიკის მასწავლებელი.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეოთხედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.
კონკურსის გენერალური სპონსორია „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდი, მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (ctc), ლიბერთი ბანკი, ტელეკომპანია იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და მარკეტინგული კომპანია 4MEDIA.

No comments:

Post a Comment

200 MOVIES

200  ფილმი, რომელმაც, შესაძლოა, დაგაინტერესოთ! კინო-ინდუსტრიაში, მუსიკალური ინდუსტრიისგან განსხვავებით, ნაკლებად კომპეტენტური ვარ. მიუხედავა...